Panasonic Aquarea – თბურო ტუმბო კომფორტული და ჯანსაღი გარემო მწვანე მომავლისთვის
პროდუქტის მიმოხილვა თბური ტუმბო არის სამაცივრო ციკლით მომუშავე მოწყობილობა, რომელიც ახდენს გარემოში (გრუნტში, ჰაერში, წყალსატევებში და ა.შ.) არსებული დაბალი პოტენციალის სითბური ენერგიის გარდაქმნას მაღალი პოტენციალის სითბოდ, ამ უკანასკნელის შენობაში გადატუმბვის შემდეგ, შეიძლება გამოყენებული იქნას ჰაერის ან წყლის გასათბობად სასურველ ტემპერატურამდე; ამასთანავე შესაძლებლობას იძლევა, შენობაში არსებულ ჭარბი სითბო გადაიტუმბოს გარემოში (ამ შემთხვევაში ადგილი აქვს შენობის ჰაერის გაგრილებას). ამრიგად თბური ტუმბო რევერსიული მანქანაა, რომელსაც შეუძლია როგორც გათბობის, ასევე გაგრილების რეჟიმშიც მუშაობა. თბური ტუმბო მოიხმარს გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას, იყენებს გარემოში დაგროვებულ მზის ენერგიას და მაღალი ტემპერატურის ენერგიად ტრანფორმაციის შემდეგ შესაძლებელია მისი გამოიყენება შენობის გასათბობად (გასაგრილებლად) ან ცხელი წყლის მისაღებად.Panasonic Aquarea
გათბობა, გაგრილება, ცხელი წყლის სისტემა მწვანე მომავლისთვის
Panasonic Aquarea საჭირო სითბოს ენერგიის 80%-მდე ატმოსფერული ჰაერიდან იღებს. თავის მხრივ იგი ამარაგებს სახლს ცხელი წყლით და ათბობს ან აგრილებს მას.
პროდუქტის მიმოხილვა
თბური ტუმბო წარმოადგენს აირკომპრესიულ სამაცივრო დანადგარს, რომელიც შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან:
- კომპრესორი;
- კონდენსატორი (თბომცვლელი);
- გამაფართოებელი ვენტილი;
- ამაორთქლებელი(თბომცვლელი)
სითბო თავისთავად მეტად ცხელი სხეულიდან თვითდინებით გადადის ნაკლებად ცხელ სხეულზე. იმისთვის, რომ მოხდეს პირიქით, ე.ი. ნაკლებად ცხელი სხეულიდან სითბო გადავიდეს შედარებით უფრო მეტად ცხელ სხეულზე, აუცილებელია დაიხარჯოს გარკვეული ენერგია (ე.ი. შესრულდეს მუშაობა). თბური ტუმბო წარმოადგენს სწორედ ისეთ სისტემას, რომელსაც შეუძლია სითბო ნაკლებად ცხელი სხეულიდან (გარედან მუშაობის დახარჯვით) გადაიტანოს მეტად ცხელ სხეულზე
როგორ მუშაობს Aquarea-ს კომპრესორი?
თბური ტუმბო გარე ენერგიას გარდაქმნის სითბოდ შენობაში
A. თბილი ჰაერი შემოდის და გრილი ჰაერი გარეთ .
B. სითბოს გადამცვლელი გადასცემს სითბოს გამაგრილებელს
C. კომპრესორი კომპრესირებს მაცივარს მაღალ ტემპერატურაზე და წნევაზე
D. სითბოს გადამცვლელი გადასცემს სითბოს წყალს
E. გაფართოების სარქველი მოაქვს მაცივარს დაბალ ტემპერატურამდე და წნევამდე
F. გაცხელებული წყალი და სითბოს მოპოვებული წყალი
1. თბური ენერგია
2. განიავება
3. წყალმომარაგება
4. საშხაპე
5. ცხელწყალმომარაგება
6. „თბილი იატაკი“
7. სამზარეულო
8. რადიატორი
რატომ Panasonic Aquarea?
- ეკონომიურობა – გათბობის სისტემაში 1 კვტ.სთ თბური ენერგიის მისაწოდებლად დანადგარი დახარჯავს სულ რაღაც 0,2-0,35 კვტ.სთ ელექტროენერგიას
- უსაფრთხოება – მარტივდება მოთხოვნები შენობის ვენტილაციის სისტემების მიმართ და მაღლდება სახანძრო უსაფრთხოების დონე. ყველა სისტემა მუშაობს ჩაკეტილი კონტურების გამოყენებით და პრაქტიკულად არ საჭიროებს საექსპლუატაციო ხარჯებს
- მოქნილობა – თბური ტუმბოს გამოყენებით მარტივადაა შესაძლებელი გადავრთოთ ზამთრის გათბობის რეჟიმი ზაფხულის კონდიცირების რეჟიმზე.
- კომფორტი – ავტომატური მართვა უზრუნველყოფს თბური ტუმბოს მუშაობის საიმედოობას. ექსპლუატაციის პროცესში სისტემა არ საჭიროებს სპეციალურ მომსახურებას, შესაძლო მანიპულაციები აღწერილია შესაბამის ინსტრუქციაში და არ მოითხოვს მომსახურების რაიმე განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს. ამასთან ტუმბო კომპაქტურია და მუშაობს მინიმალური ხმაურით.