იატაკის გათბობა/გაგრილება

პროდუქტის მოკლე მიმოხილვა

გათბობა-გაგრილების თანამედროვე, ყველაზე ეფექტური, ეკონომიური და ეკოლოგიური საშუალება როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე ფართებისთვის. 

Variotherm-ის იატაკის გათბობა-გაგრილების მოდულური პანელები თანაბრად ასხივებს სითბოს/სიგრილეს მთელ ფართობზე, რითაც უზრუნველყოფს სასიამოვნო ტემპერატურას  და ქმნის მყუდრო ატმოსფეროს.  დაბალი ნაკადის ტემპერატურის გამო, თითქმის არ იქმნება კონვექცია და არ წამოიქმნება მტვერი. განსაკუთრებულ კომფორტს კი ის გარემოება ქმნის, რომ შენობაში სასურველი კლიმატის შესაქმენად აღარ გჭირდებათ რადიატორები ან კონდიციონერი.

ვინაიდან სისტემაში დაბალი ტემპერატურის განაწილება ხდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის დაზოგვის ალტერნატიული სისტემები, როგორებიცაა სითბოს ტუმბოები, ბიომასა ან მზის თერმული ენერგია. Variotherm იატაკის გათბობის სისტემები ასევე ფუნქციონირებს გაზით ან ზეთით.

 

ტექნიკური მახასიათებლები

იატაკის გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება სუპერ თხელი, 20 მმ-იანი პანელები და მილები, რომლის დაღარული ზედაპირის წყალობით ტემპერატურა უფრო ეფექტურად გამოიყოფა. მისი მონტაჟი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე სხვა იატაკქვეშა გათბობის სისტემა.  სპეციალური შემადგენლობის წყალობით სისტემას განსაკუთრებული თბოგამტარობა გააჩნია, სწრაფდ შრება და არ საჭიროებს ბეტონის საფარს.  

Play Video

იატაკის გათბობა-გაგრილება ინდივიდუალური სივრცისთვის

მოდულური გათბობა-გაგრილების სისტემა შეგიძლიათ, გამოიყენოთ ინდივიდუალურ ოთახებსა და სველ წერილებში. 

ტემპერატურის სწრაფი რეგულირება

გათბობა-გაგრილების სისტემა ნებისმიერი ზედაპირისთვის

დაზოგე ენერგია

იატაკის გათბობა არის დაბალი ტემპერატურის სისტემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გათბობის მილები გაყვანილია მთელ ზედაპირზე და თანაბრად გამოსცემს ტემპერატურას, რის გამოც სისტემას შეუძლია იმუშაოს დაბალი ნაკადის ტემპერატურაზე. გარე ტემპერატურის მიხედვით, საკმარისია წყლის გაცხელება 26-დან 38 °C-მდე. შედარებისთვის, ჩვეულებრივი რადიატორები საჭიროებენ ნაკადის ტემპერატურას 60 °C-მდე. ამის მიზეზი ის არის, რომ მცირე ზედაპირის გამო ისინი ოთახში მხოლოდ გარკვეულ წერტილებში ასხივებენ სითბოს. 

გამოტყროცნილი სითბო ამცირებს გათბობის ხარჯებს: ოთახის ჰაერის ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 2 °C-მდე კონვექციური გათბობის სისტემებთან შედარებით, თუმცა ჩვენ მაინც ვგრძნობთ სასიამოვნო ტემპერატურას. სისტემა, საშუალოდ 6%-მდე დაგიზოგავთ კომუნალურ ხარჯებს. 

 

იატაკი, კედელი, ჭერი – იდეალური ტრიო

იდეალური კომფორტის შესაქმნელად, რეკომენდებულია იატაკის, კედლისა და ჭერის გათბობის კომბინაცია.

კედლის გათბობის სისტემა უზრუნველყოფს გათბობისა და გაგრილების უფრო დიდ მოცვას, ვიდრე იატაკის ან ჭერის გათბობა – აშკარად შესამჩნევია  სითბო განფენა.

ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ კედლების და/ან ჭერის გაგრილებას.

 

იატაკის გათბობის დაყენება მშრალი კედლის კონსტრუქციის გამოყენებით

გამოსცადეთ VarioComp 3D და აღიქვით რეალობაში

 

ახლა თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ჩვენი VarioKomp-ი ვირტუალურად – 3 D- ში. 

პროდუქტი ახლა ვირტუალურად არის სიმულირებული ოთახში. 

დოკუმენტები

გაქვთ კითხვები?