ჰაერის ფილტრი

ჰოლტოპი – ჰაერის გამწმენდი ფილტრები

ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო თქვენს ბინაში

 

Holtop 20 წლიანი გამოცდილების ბრენდია, რომელიც გთავაზობთ მაღალეფექტურ,  ინოვაციურ, სითბოსა და ენერგიის აღმდგენ ვენტილატორებს, ჰაერის დამუშავების ფილტრებს ნებისმიერი ტიპის შენობში. ჰაერის გამწმენდი ფილტრი უზრუნველყოს სუფთა ჰაერსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ნებისმიერი ტიპის შენობაში.

 

Play Video

 

 

ტექნიკური მახასიათებლები

ჰაერის გამწმენდი ფილტრი ჰაერის ცირკულაციას ოთახში ორი რეჟიმით ახორციელებს – 75 წამის განმავლობაში ჯერ გარედან გვაწვდის სუფთა ჰაერს, ხოლო მომდევნო 75 წამი, შიდა ჰაერის განდევნაზე მუშაობს.

ამავდროულად, ენერგიის შიდა რეგენერატორი არეგულირებს ოთახში არსებული ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას. ჰაერის ორ ნაკადს შორის ბალანსი ეფექტურობას 97%-მდე ზრდის.

„ეკო-წყვილი პლიუს” სერიის ენერგიის აღმდგენი ოთახის ვენტილატორი აღჭურვილია ენერგო-დამზოგავი შექცევადი (ან რევერსული) EC ვენტილატორით, რომელიც იდეალურადაა იზოლირებული ჰაერსადინარში, რაც ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სტანდარტული F7 ფილტრის წყალობით, იგი აკავებს ჰაერში არსებული მტვრისა და მავნე ნაწილაკების 95%-ს, რითიც ჰაერი შენობაში მუდმივად სუფთაა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ალერგიიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

მაგნიტური სამაგრის მეშვეობით ადვილია მისი მონტაჟი.   

 

ჰაერის ფილტრები ენერგიის დაზოგვა-აღდგენისთვის

ჰაერის ფილტრის საშუალებას იძლევა აღადგინოს და დაზოგოს ენერგია ატმოსფერული ტემპერატურის შესაბამისად: მაღალიტ ტემპერატურის დროს შეინარჩუნოს გრილი კლიმატი შენობაში და პირიქით, დაბალი ტემპერატურის დროს – სითბო. რაც ამცირებს დატვირთვას გათბობა-გაგრილების სისტემაზე. შედეგად კი დაზოგოს 30%-მდე ენერგია. 

 

მართვის ჭკვიანი სისტემა

სისტემა აღჭურვილია ე.წ. „ჭკვიანი“ ფუნქციებით, რითაც თქვენ შეგიძლიათ, დისტანციურად აკონტროლოთ სიჩქარე, CO2 კონცენტრაცია, ბუნებრივი გაგრილების ფუნქცია, ფილტრის სიგნალიზაცია. აღმოაჩინოთ ჰაერში უარყოფითი იონების, გააძლიეროთ ვენტილაცია ერთი ღილაკით, აკონტროლოთ ტენიანობა და სხვა. გარდა ამისა, დაბალანსებული ვენტილაციის უზრუნველსაყოფად, ორ ერთეულს უსადენოდ შეუძლია წყვილში მუშაობა. მათ შორის კავშირი 30 მეტრამდეა შესაძლებელი. WIFI კონტროლის ფუნქციით, შეგიძლიათ, ფილტრის ყველა ერთეული ჯგუფურად, ერთდროულად ან ინდივიდუალურად მართოთ.

გაქვთ კითხვები?