გამოსცადე უსაზღვრო კომფორტი
კედლის გათბობა-გაგრილების ინოვაციური სისტემა
პროდუქტის შესახებ
კედლის გათბობისა და გაგრილების სისტემა წყლის უწყვეტ ცირკულაციაზე დაფუძნებულია – თბილი ან ცივი წალი ცირკულირებს მილებში, რომელიც კედლის მიღმაა დამონტაჟებული. Შედეგად კედელი თბება ან გრილდება (სეზონის შესაბამისად) თანაბრად და იქმნება კომფორტული და სასიამოვნო კლიმატი. სისტემა მუშაობს თბურ ტუმბოზე, რის გამოც ის 100%-ით უსაფრთხო და ეკოლოგიურია.
პროდუქტები
კედლის გათბობა-გაგარილების მოდულური პანელები
კედლის გათბობა-გაგარილების მოდულური პანელები
Variotherm-ის კედლის გათბობისა და გაგრილების მოდულური სისტემა
კედლის გათბობა-გაგრილების სპირალური სისტემა
კედლის გათბობა-გაგრილების სპირალური სისტემა
Variotherm-ის კედლის გათბობა-გაგრილების სპირალური სისტემა
როგორ მუშაობს
გათბობა
სისტემა შენობას ათბობს თანაბრად და ეფექტურად. Კედლიდან სითბოს მზის სხივების მსგავსად გამოიტყორცნება, ხვდება ოთახში არსებულ ნივთებს, აირეკლება და ვრცელდება შიდა სივრცეში, რის შედეგადაც ვიღებთ სასიამოვნო, თანაბარ კლიმატს. ამასთან, არ წამოქმნება კონვექცია
გაგრილება
ზაფხულში შენობაში გრილ კლიმატს კედლების გაგრილებით ვიღებთ. წყალი, რომელიც კედლებში არსებულ მილებში მიედინება 16-20 °C ტემპერატურამდე გრილდება, იგი აციებს კედლებს და წარმოიქმნება ისეთივე ბუნებრივი სიგრილე, როგორიც მღვიმეში ან მარანშია.
ტექნიკური დეტალები
კედლის პანელებში გამოყენებული VarioModule მილები ჩაშენებულია Fermacell ® თაბაშირის ბოჭკოვანი დაფებში. მისი ერთგვაროვანი შემადგენლობის გამო, სტანდარტული თაბაშირ მუყაოს ფილებისგან განსხვავებით, უფრო მყარი და მდგრადია. იგი უზრუნველყოფს აკუსტიკურ დაცვას, არის მდგრადი ნესტისა და ცეცხლისადმი.
გარანტია და საექსპლუატაციო ვადა
Variotherm-ის ნებისმიერი ტიპის გათბობა-გაგრილების სისტემას აქვს 25 წლიანი საექსპლუატაციო ვადა. მონტაჟის შემდგომ მოქმედებს 10 წლიანი ხარისხის გარანტია.ModuleWall-ის პანელები გამოცდილია ექსპერიმენტული კვლევების ინსტიტუტის მიერ და დადასტურებულია მისი სრული უსაფრთხოება.
კედლის გათბობა-გაგრილებიის უპირატესობები
ზოგავს სივრცეს შენობაში
სისტემა მონტაჟდება კედელში, რის გამოც მნიშვნელოვნად იზოგება სივრცეს ოთახში და სრულ თავისუფლებას იძლევა ინტერიერის დიზაინში.
ხარჯეფექტურობა
ტრადიციული გათბობის სისტემისან განსხვავებით, კედლის გათბობა-გაგრილების სისტემის შემთხვევაში კომუნალური ხარჯი დაახლოებით 30%-მდე მცირდება.
ეკოლოგიურობა
სისტემა ხელს უშლის შენობაში მტვრისა და ალერგინების წარმოქმნას, მინიმუმამდე მცირდება კონვექცია და, რაც მთავარია, არის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა.
გამორჩეული და ექსკლუზიური სისტემა
სისტემა ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ ახალია. Მისი გამორჩეულობა და ექსკლუზიურობა არა მხოლოდ თავის უნიკალური სისტემაშია, არამედ ეფექტურობასა და ეკოლოგიურიბაში
ნახე ყველა პროდუქტი
ხშირად აინტერესებთ
კედლის გათბობა გაგარილების სისტემის ღირებულებაა 1.კვ.მ. 100 ევრო (+/- 20%). ღირებულება დამოკიდებულია თბოიზოლაციის დონესა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე, რისთვისაც საჭიროა შენობის პროექტის ანალიზი.
სისტემა მუშაობს თბურ ტუმბოზე, რომელიც, თავის მხრივ ენერგიის წყაროდ ელექტორ და გარემოს ენერგიას იყენებს
დიახ, შესაძლებელია, თუმცა ფინანსურად თქვენთვის უფრო მომგებიანია გამოიყენოთ ორივე მიზნისთვის, როგორც გათბობის, ისე გაგრილებისთვის.
კედლის მოდულური პანელების მონტაჟის შემდგომ კედლებს ლესვა არ სჭირდება, მიყვანილია სამღებრო სამუშაოებამდე. კედლის სპირალური სისტემის შემთხვევაში, ლესვა საჭიროა. ამიტომაცაა, რომ სპირალური სისტემა, პანელურთან შედარებით უფრი იაფია.
რა თქმა უნდა შესაძლებელია.
დიახ, შესაძლებელია.
გაქვთ კითხვები?
კედლის გათბობა-გაგარილების მოდულური პანელები
Variotherm-ის კედლის გათბობისა და გაგრილების მოდულური სისტემა