Variotherm

გათბობა გაგრილება ჭერიდან

ModuleCeiling

პროდუქტის აღწერა

აღწერა

ModuleCeiling სისტემა უზრუნველყოფს ჭერის გათბობას და გაგრილებას, რაც ხელს უწყობს სასურველი შიდა კლიმატის შენარჩუნებას წლის ნებისმიერ დროს. სისტემა იდეალურია როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი წყაროდ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებში.

მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ არ გამოიმუშავებს ჰაერის ნაკადებს, რაც გამორიცხავს ორპირ ეფექტს და ქმნის კომფორტულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

ერთ სისტემაში ოთხი ფუნქცია:
• გათბობა
• გაგრილება
• აკუსტიკური დაცვა (ხმაურის შთანთქმა)
• ესთეტიკური ჭერის დაფარვა

როგორ მუშაობს:
ალუმინის კომპოზიტური მილების მეშვეობით ცირკულირებს ცივი ან ცხელი წყალი, რაც ახდენს ჭერის პანელების გაცივებას ან გახურებას. შედეგად, ტემპერატურა სივრცეში რეგულირდება ზედაპირული გამოსხივებით — ხმაურის და ჰაერის მოძრაობის გარეშე.

მახასიათებლები:
• მაღალი ენერგოეფექტურობა — 30–40%-ით ნაკლები კომუნალური ხარჯი
• ეკოლოგიური და ჯანსაღი სისტემა – არ გამოყოფს მტვერს ან ალერგენებს
• მოდულური სტრუქტურა – ჭერის სიმაღლე მცირდება მხოლოდ 3 სმ-ით
• ხმის შთანთქმის ფუნქცია – ოფისებისთვის, სასტუმროებისთვის და ბინებისთვის
• გამოყენებულია Variotherm-ის სპეციალური შვეიცარიული მილები და 18 მმ-იანი თაბაშირის პანელები

გაქვთ კითხვები?

დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები და ჩვენ დაგიკავშირდებით

  • 01 მოითხოვეთ ზარი
  • 02 შეავსეთ საკონტაქტო ფორმა
  • 03 ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ

დაჯავშნეთ ზარი
ჩვენ სპეციალისტთან