თბური ტუმბო
გათბობა, გაგრილება და ცხელი წყალი – ინოვაციური ტექნოლოგია მწვანე მომავლისთვის
პროდუქტის შესახებ
როგორ მუშაობს
თბური ტუმბო წარმოადგენს აირკომპრესიულ სამაცივრო დანადგარს, როგორც კონდიციონერი. მას შეუძლია როგორც გათბობის, ასევე გაგრილების რეჟიმშიც მუშაობა და შედგება ძირითადი კომპონენტებისაგან:
კომპრესორი
კონდენსატორი (თბომცვლელი)
გამაფართოებელი ვენტილი
ამაორთქლებელი(თბომცვლელი)
თბური ტუმბოს უპირატესობები
ეკონომიურობა
გათბობის სისტემაში 1 კვტ.სთ თბური ენერგიის მისაწოდებლად დანადგარი დახარჯავს სულ რაღაც 0,2-0,35 კვტ.სთ ელექტროენერგიას.
უსაფრთხოება
მარტივდება მოთხოვნები შენობის ვენტილაციის სისტემების მიმართ და მაღლდება სახანძრო უსაფრთხოების დონე.
მოქნილობა
თბური ტუმბო ეფექტურად გამოიყენება ზაფხულში გაგრილებისთვის, ზამთარში კი- გასათბობად.
კომფორტი
თბური ტუმბო იმართება დისტანციურად. ექსპლუატაციის პროცესში სისტემა არ საჭიროებს სპეციალურ ტექნიკურ მომსახურებას, ამასთან ტუმბო კომპაქტურია და მუშაობს მინიმალური ხმაურით.
ნახე ყველა პროდუქტი
ხშირად აინტერესებთ
ტბური ტუმბო და გათბობის ქვაბი ორივე გამათბობელი საშუალებაა, თუმცა მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობაა:
- ენერგოეფექტურობა – ქვაბისგან განსხვავებით, თბური ტუმბო ენერგოეფექტურია, რადგან ის ენერგიის წყაროს იღებს გარემოდან, გარდაქმნის და გადასცემს შენობას, ამიტომ გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, შესაბამისად ზოგავს კომუნალურ ხარჯებს.
- ეკოლოგიურობა – თბური ტუმბოს მიერ გამოყოფილი სითბური აირები, ქვაბისგან გასხვავებით, ფაქტორბრივად ნულამდეა დაყვანილი, შესაბამისად გაცილებით უფრო ეკოლოგიურია და უვნებელი გარემოსთვის.
- დაბალი საოპერაციო ხარჯი – ისეთ ზომიერ კლიმატში, როგორიც საქართველოშია, თბურ ტუმბოს სითბოს გადასაცემად უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება და მაღალია მისი ეფექტურობა, შესაბამისად ამცირებს დანახარჯებსაც.
- მრავალფეროვნება – თბურ ტუმბოს შეუძლია შენობას გადასცეს როგორც თბილი, ისე ცივი ჰაერის ნაკადები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სახლი ერთდროულად გაათბოთ და გააგრილოთ კიდეც, სეზონის შესაბამისად.
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა – თუ გათბობის ქვაბის საექსპლუატაციო ვადა 10-15 წელია, თბური ტუმბო 20-25 წლის განმალობაში შეუფერხებლად მუშაობს მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი.
თბური ტუმბო მუშაობს დენზე და ატმოსფერულ ენერგიაზე
რა თქმა უნდა შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, თბური ტუმბო უზრუნველყოფს ერთდროულად გაათბოს ან გააგრილოს შენობა და, ამასთან, შეუფერხებლად მიაწოდოს ცხელი წყალი.
თბური ტუმბო, შეგიძლიათ განათავოს გარე ან შიდა სივრცეში: აივანი, ფარეხი, ეზო, სამზარეულო ან სამრეცხაო. გათბობის ქვაბისგან განსხვავებით, თბურ ტუმბოს არ სჭირდება შეფუთვა, რადგან ის შეუფერხებლად მუშაობს მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი.
გაქვთ კითხვები?