გამოსცადე უსაზღვრო კომფორტი

ჭერის გათბობა-გაგრილების ინოვაციური ტექნოლოგია

პროდუქტის შესახებ

ModuleCelling ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნვეყლოფს ჭერის გათბობა-გაგრილებას და გეხმარებათ შეინარჩუნოთ სასურველი კლიმატი ნებისმიერ სეზონზე.
შესაძლებელია გამოიყენოთ გათბობა-გაგრილების დამატებით წყაროდ. იგი სტანდარტული კონდიცირების სისტემების ჯანსაღ ალტერნატივაა. შესაძლებელია მისი რეკონსტრუქცია ოფისებში, შეხვედრების ოთახებში, სასტუმროებში, რესტორნებში, სახლებში და ბინებში. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჰაერის ნაკადები თანაბრად გამოიყოფა სივრცეში ყოველგვარი ორპირი ეფექტის გარეშე. Ჭერის მოდულურ პანელებს აქვთ ხმის შთამთქმელი აკუსტიკური ფუნქცია და ერგება ნებისმიერი დიზაინის ჭერს. რაც მთავარია, ჭერის მოდულური სისტემა პრაქტიკულია ყველა სეზონზე. 

ერთი სისტემა, ოთხი ფუნქცია: გაგრილება + გათბობა + ხმაურის შემცირება + სრული ჭერი

ჭერის გათბობა-გაგრილების სისტემა

როგორ მუშაობს

ჭერის გათბობა-გაგრილების სისტემა ეფუძნება ცივი და თბილის წყლის ცირკულაციას – გაგრილება და გათბობა ხდება ცივი ან ცხელი წყლის ნაკადების ცვლით, რომლის მეშვეობითაც გამოიყოფა ცივი ან თბილი ჰაერი: ალუმინის მრავალშრიანი კომპოზიტური მილის მეშვეობით გრილდება ან თბება ჭერის მთელ ზედაპირი. სტანდარტული კონვექციური გათბობის სისტემებისგან განსხვავებით (როგორიცაა რადიატორები), ეს ზედაპირული გათბობის სისტემაა და იყენებს მთელ ზედაპირს სითბოს გადასაცემად. სითბო გამოიყოფა ზემოდან ქვემოთ. Სისტემა მუშაობს ხმაურის გარეშე – აქვს აკუსტიკური დაცვა, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის შენობაში.

ჭერის გათბობა-გაგრილების უპირატესობები

სასიამოვნო კლიმატი

კონდიციონერისგან განსხვავებით, ჭერის გაგრილების ეს სისტემა არ აფრქვევს ცივ ჰაერს ოთახში. ის მუშაობს თერმული სითბოს გაცვლის გზით.

აკუსტიკური დაცვა

სისტემა მუშაობს უხმაუროდ და რაც მთავარია, არ საჭიროებს ღამე გათიშვას, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ ძილს.

დამატებითი სითბო

იმ შემთხვევაში თუ შენობაში არსებული გათბობის სისტემა საკმარისი არაა გასათბობად, დამატებითი გათბობის წყაროდ შესაძლებელია გამოვიყენოთ Variotherm-ის ჭერის სისტემა.

ხარჯეფექტურობა

კარგი თბოიზოლაციის პირობებში, შენობის გასათბობად ან გასაგრიულებლად ნაკლები ენერგია იხარჯება

ნახე ყველა პროდუქტი

Previous slide
Next slide

ხშირად აინტერესებთ

სისტემის საშუალო ღირებულება 1 კვ.მ. 100 ევროა. ზუსტი ფასის დასადგენად საჭიროა დეტალური ტექნიკური შეფასება

პანელები, რომელიც ჭერში თავსდება იკავებს მაქსიმუმ 3 სმ-ს

სისტემა მუშაობს თბურ ტუმბოზე, რომელიც, თავის მხრივ, ელექტრო და ატმოსფერულ ენერგიას მოიხმარს

გაქვთ კითხვები?